ჭობისხევი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭობისხევი – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 850-1080 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 13 კმ მანძილზე, დვირის თემში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 857. მათი უმრავლესობა (96 %) ქართველია (2002).

სოფელში დღემდეა შემორჩენილი დარბაზული ტიპის გვირგვინერდოიანი საცხოვრებელი. აგებულია კარგად დამუშავებული და ერთმანეთზე მორგებული ქვების მშრალი წყობით. იგი ერთ-ერთი უდიდესი და მაღალმხატვრულია თორში შემორჩენილ მრავალრიცხოვან დარბაზებს შორის. 1957 წელს სოფელში მიაკვლიეს მიწაში ჩაფლულ დიდ მარანს 10 ქვევრით, რომელთაგან 5 ქვვერი სავსე იყო სხვადასხვა ფერის ღვინით. მართალია, ღვინო უკვე გაწყალებული იყო, მაგრამ მას შენარჩუნებული ჰქონდა ფერი. რაკი სოფელში სამ საუკუნენახევრის მანძილზე მევენახოება-მეღვინეობა არავის აღარ უწარმოებია, ეს ძველისძველი ღვინო უნდა ყოფილიყო, ე.ი. ოსმალების შემოსევამდე. სახელწოდება მომდინარეობს ზანური სიტყვისაგან – „ჭობ”, რაც ნიშნავს წაბლს.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები