ხა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხა – (ეგვ. H3), ანთროპომორფული სახის დასავლეთის უდაბნოს ძალიან ძველი ღვთაება, ხანდახან გამოისახებოდა უდაბნოს ნიშნით თავზე. ეძახდნენ „დასავლეთის“ ან „ლიბიელების ბატონს“. სავარაუდოდ, ხას სამშობლო იყო მეშვიდე ქვემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი, რომელსაც გვიანდელი პერიოდის სატაძრო ცხრილებში „დასავლეთის ბატონის, ხას სახლი“ ჰქვია, მაგრამ მისი კულტი მთელ ეგვიპტეში გახდა პოპულარული. ხა ხანდახან იდგა ხორის ადგილზე მეფის განწმენდის რიტუალის დროს. როგორც „დასავლეთის ბატონს“, მნიშვნელობა ენიჭებოდა გარდაცვლილების კულტშიც. ჰერაკლეოპოლისური პერიოდის სარკოფაგებზე მას დასავლეთის (უდაბნოს) მხარეს ათავსებდნენ. ითვლებოდა, რომ გარდაცვლილს შიმშილს უკლავდა.