ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდე – ცეცხლმედეგობის ნორმირებადი ზღვრის მქონე კონსტრუქცია (ტიხარი, კედელი, გადახურვა ან შენობის მოცულობითი ელემენტი), რომლის დანიშნულებაა შეზღუდოს (დააბრკოლოს) შენობის ერთი ნაწილიდან მეორეში (მომიჯნავეში) ცეცხლის გავრცელება, დროის ნორმირებულ მონაკვეთში.

ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდე ხასიათდება ცეცხლმედეგობითა და სახანძრო საშიშროებით. ცეცხლმედეგობა განისაზღვრება მისი ელემენტების ცეცხლმედეგობით, მათ შორის: შემომზღუდავი ნაწილების, მდგრადობის უზრუნველმყოფი კონსტრუქციების, საყრდენი კონსტრუქციებისა და შეერთების კვანძების, ხოლო სახანძრო საშიშროება განისაზრვრება შემომზღუდავი ნაწილებისა და მდგრადობის უზრუნველმყოფი კონსტრუქციების სახანძრო საშიშროებით. ხანძარსაწინააღმდეგო კედლები, რომლებიც ყოფს შენობას სახანძრო ნაკვეთურებად, აყვანილი უნდა იქნას შენობის მთელ სიმაღლეზე და უზრუნველყოფდეს ცეცხლის გავრცელების შეჩერებას მომიჯნავე სახანძრო ნაკვეთურებში შენობის კონსტრუქციის ჩამონგრევის დროს ხანძრის კერის მხრიდან. ზღუდეებში არსებულ სამუშაო ღიობები (კარი, ჭიშკარი, ფანჯარა, ლუქი და სარქველი) მოწყობილი უნდა იყოს ხანძრის დროს მათი ავტომატურად ჩაკეტვის უზრუნველყოფის მექანიზმით. ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდე ღიობების საერთო ფართობი (ლიფტების შახტების შემოღობვის გამოკლებით), არ უნდა აღემატებოდეს ზღუდეების საერთო ფართობის 25%-ს და შევსება უნდა შესრულდეს უწვი მასალით. ლიფტის შახტსა და ლიფტის სამანქანო განყოფილებას შორის შემომღობი კონსტრუქციის ცეცხლმედეგობის ზღვარი არ ნორმირდება. თუ ლიფტის შახტის შემომღობ კონსტრუქციებში შეუძლებელია ხანძარსაწინააღმდეგო კარის მოწყობა, მაშინ აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ტამბური ან ჰოლი ხანძარსაწინააღმდეგო ტიხრით ან ეკრანი, რომლებიც ავტომატურად დახურავს ლიფტის შახტის კარის ღიობს ხანძრის დროს. ეკრანი უნდა იყოს უწვი მასალის, ხოლო მისი ცეცხლმედეგობის ზღვარი – არანაკლებ 45 წთ-ისა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები