ხანძარსაწინააღმდეგო ტიხარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხანძარსაწინააღმდეგო ტიხარი – დაცული ღიობების მქონე შვეული ანაწყობი, რომელიც ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას. მისი ცეცხლმედეგობის კოეფიციენტი უნდა იყოს არაუმცირეს 1 სთ. ხანძარსაწინააღმდეგო ტიხარი კეთდება საძირკვლიდან ან აწყობილი იატაკიდან სახურავის ფიცარფენილის ქვედაპირამდე და საიმედოდ მაგრდება მათზე. ხანძარსაწინააღმდეგო ტიხარის ღიობების დაცულობა ხორციელდება ხანძარსაწინააღმდეგო ბარიერის ღიობების დაცულობის ანალოგიურად.