ხაჩატურ აბოვიანის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხაჩატურ აბოვიანის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ქვემო უბანი). აბო თბილელის ქუჩიდან კოტე. (კონსტანტინე) აფხაზის ქუჩამდე. წარმოიქმნა არა უგვიანეს XVII ს. 40-იანი წლებისა, იმ დროს, როდესაც როსტომ მეფემ ამ მიდამოებში ახალი სამეფო სასახლე ააშენა. აღნიშნულია ალ. პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილისის 1785 წ. გეგმაზე. 1841 წ. შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია აზნაურის ქუჩის სახელწოდებით. როგორც ჩანს, აქ ადრე ფეოდალები ცხოვრობდნენ. 1924 წელს გლეხის ქუჩა ეწოდა. 1938 კი ხ. აბოვიანის სახელი დაერქვა. შემონახულია XIX ს. საცხოვრებელი სახლები.