ხაცორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხაცორი – უძველესი ქანაანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი. ამ ქალაქის სახელი პირველად სირიაში, ებლას ტექსტებშია მოხსენიებული (ძვ. წ. III ათასწლეული) და ეგვიპტურ „წყეულთა ტექსტებში“ (ძვ.წ. XIX სს.), როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი, როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო თვალსაზრისით. ხაცორს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ბაბილონთან, რაც ხელს უწყობდა ქალაქის გამდიდრებას და განვითარებას.

ხაცორის სახელი მოიხსენიება ახალი სამეფოს ეგვიპტურ დოკუმენტებში, როგორც ძლიერი ქალაქი, რომლის დამორჩილება თუტმოს III-მ (დაახლ. ძვ.წ. 1479-1425 წ.), ამენჰოტეპ II-მ (დაახლ. ძვ.წ. 1428-1397 წ.) და სეთი I-მა (დაახლ. ძვ.წ. 1291-1279 წ.) შეძლეს.

ელ ამარნის ეგვიპტურ წარწერებში (ძვ.წ. XIV სს.) მოხსენიებულია ხაცორის მეფე აბდი-ტირში, რომლის წინააღმდეგ სხვა მეფეები შეთქმულებას გეგმავდნენ. ამავე ისტორიულ დოკუმენტიდან არის ცნობა, რომ ხაცორის სამეფო ქანაანში ებრაელების შეჭრამდე არსებობდა. ებრაელებთან ომების პერიოდში ხაცორის მეფე იაბინი ქანაანელ მეფეთა კავშირს მეთაურობდა.

ბიბლიის მსაჯულთა წიგნის მიხედეით, ებრაელთა ჯარმა დებორასა და ბარაკის მეთაურობით ხაცორთან დაამარცხეს ქანაანის მეფის, იაბინის (ხაცორის მეფე) სარდალი სისერა.

ისრაელის მეფეთა პერიოდში ხაცორი მეფე სოლომონ ბრძენმა გაამაგრა და მის პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვან ქალაქად ჩამოყალიბდა.

ძვ.წ. 732 წელს ხაცორი, ისევე როგორც გალილეის სხვა ქალაქები, ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ III-მ (ძვ.წ. 745-727 წ.) დაანგრია. ბიბლიაში ხაცორი მაკაბელების წიგნშიცაა მოხსენიებულია, ამ ქალაქთან იონათან მაკაბელი სელევკიდი დემეტრიოსის წინააღმდეგ აწარმოებდა კამპანიას.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები