ხახის ქვედა ნაწილის კიბო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხახის ქვედა ნაწილის კიბო — ამ მიდამოს კიბო შეიძლება იყოს:
- — მსხლისებრი სინუსის;
- — ბეჭდისებრი, ხრტილის უკანა ნაწილის;
- — ხახის უკანა კედლის (ძალიან იშვიათი დაავადება);
ადრეული სტადიის კლინიკური ნიშნები:
- — დისფაგია, ოდინოფაგია;
- — იშვიათად, სუნთქვის გაძნელება, დისფონია;
- — ყლაპვის დროს ოტალგია და რეგიონალური ლიმფადენიტი;
დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სარკის გამოყენებით (მოძველებული მეთოდი), ასევე ფიბროსკოპიულად. ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ნარკოზის ქვეშ პირდაპირი ფარინგო-ლარინგოსკოპია და უმეტესწილად, ბიოფსიაც. ამ მეთოდით, ქირურგს შეუძლია სიმსივნის გავრცელების და მაკროსკოპიული თავისებურებების დეტალური აღწერა.
რადიოლოგიური კვლევა დღეს უკვე კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ შეცვალა. იგი აუცილებლად კონტრასტით კეთდება. ამ მეთოდის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია სიმსივნის ენდოფიტური გავრცელების განსაზღვრა.