ხელოვნების ფსიქოლოგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხელოვნების ფსიქოლოგია – ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის მხატვრული შემოქმედების პროცესების კანონზომიერებებს და „მომხმარებლის“ მიერ ნაწარმოების ემოციურ აღქმას, დროთა განმავლობაში ხელოვნების ფსიქოლოგია იქცა უაღრესად საჭირო დამხმარე დარგად ისტორიის, კრიტიკის, ხელოვნების თეორიისა და ესთეტიკის პრობლემების დამუშავებაში, არა მხოლოდ შემოქმედების, არამედ მაყურებელთა, მკითხველთა, მსმენელთა თანაშემოქშედების პრობლემების შემეცნებაში. ხელოვნების ფსიქოლოგია შეისწავლის აგრეთვე ესთეტიკური აღზრდის პრობლემათა ფსიქოლოგიურ ასპექტებს.