ხელოვნური ქვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხელოვნური ქვა − განზოგადებული დასახელება ზოგიერთი სამრეწველო პროდუქციისა, რომელიც თვისებებითა და ფაქტურით ძალიან ჩამოჰგავს ბუნებრივ ქვას. მას მიეკუთვნება: პოლიეთერის ფისსა და ბუნებრივი ქვის ფქვილის შემავსებელზე დამზადებული სინთეზური ქვის მასალები; მოსაპირკეთებელი ფილები ფერადი ბეტონისაგან, რომელიც ზედაპირის რელიეფითა და ფერით მიახლოებულია ბუნებრივ ქვასთან; აკრილის ხელოვნური ქვა; თანამედროვე ხელოვნური ქვა და სხვ. ხელოვნური ქვის დასამზადებლად გამოიყენება თეთრი (ზოგჯერ ნაცრისფერი) ცემენტი, ბუნებრივი ან ხელოვნური ქვიშა, ბუნებრივი წვრილმარცვლოვანი ღორღი, ფერადი კენჭი და მინერალური საღებავები და სხვ. ხელოვნური ქვა გამოირჩევა დიზაინერულ გადაწყვეტილებათა მრავალფეროვნებით, ჰიგიენურობითა და გამძლეობით აგრესიული ქიმიური გარემოს მიმართ, ეკოლოგიურობით, ცვეთამედეგობით, სიიაფით, დამზადების ტექნოლოგიის სიმარტივითა და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები