ხელფასის სტანდარტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხელფასის სტანდარტი - (labour standard), ბრიტანელი ეკონომისტის, ეკონომიკის დარგში (კ. ეროუსთან ერთად) ნობელის პრემიის ლაურეატის (1972) ჯ. ჰიკსის მიერ შემოღებული ტერმინი, რომელიც განხილულია მის ნაშრომში „ხელფასის თეორია“ (1932) და უკავშირდება ხელფასის (და, მაშასადამე ფასების) განსაზღვრის წესს. ჰიკსის აზრით, შეხედულება იმის შესახებ, რომ ხელფასი (ასევე ინფლაცია), განისაზღვრება მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთმოქმედებით, არ არის მართებული. ხელფასი, პირველ ყოვლისა, ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების, ძალების ურთიერთმოქმედების შედეგია, ხოლო ხელფასის დონე განსაზღვრავს მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის ოდენობას.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები