ხერტლის ნადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხერტლის ნადი − მატყლის სართავად მოწვეულ ქალთა ნადი, მატყლის დართვისას ქალთა ურთიერთდახმარება. ასეთ შრომით დახმარებას ქალები მატყლის დიდი რაოდენობით რთვის დროს, უპირატესად, შემოდგომაზე ანდა ზამთარში იწვევდნენ. მასში მხოლოდ კარგი „ხელსაქნარით” გამორჩეული ქალები მონაწილეობდნენ. ხერტლის ნადში მონაწილე ქალი მენადეებთან საკუთარი სამუშაო იარაღით − ხერტალითა და საჩეჩელით მიდიოდა. შუახევის მხარეს მათ „მექსელე ქალები” ერქვა. ნადის წევრებს სახლეულში დიასახლისები გამორჩეული კერძებით უმასპინძლდებოდნენ. ხერტლის ნადზე იყო გართობა-მხიარულება, ცეკვა-თამაში, სიმღერა. ქალთა ცეკვა სიმღერასთან ერთად სრულდებოდა. მომღერალ-მოცეკვავე ქალები მატყლის ჩეჩვის და რთვის მომენტებს განასახიერებდნენ. აჭარის მთიანეთში „ხერტლის ნადის” სატრფიალო სცენების სხვადასხვა ვარიანტი იყო გავრცელებული.



ლიტერატურა

  • ნოღაიდელი, ჩხეიძე, 1960:169;
  • კახიძე, 1975:104;
  • აჭარული დიალექტის... 2008:17;
  • სამსონია, 2005:18, 20;
  • სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს..., 2009:469.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები