ხიდაშელი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შალვა ხიდაშელი – 1910-1904 - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1988), დაიბადა ცხინეალში, 1927 წელს შედის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე კლასიკური ფილოლოგიის განხრით. რომელსაც ამთავრებს1932 წელს, მაგრამ უკვე როგორც ინსტიტუტს. 1933-1936 წლებში სწავლობდა ლენინგრადის ენის, ისტორიის, ლიტერატურისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში ანტიკური ფილოსოფიის სპეციალობით. 1936 წელს მუშაობას იწყებს რუსთაველის ეპოქის მუზეუმში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილი. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე: 1946 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში.

შ. ხიდაშელის მეცნიერული კვლევა-ძიების მთავარი სფერო იყო ქართული კულტურის ისტორია, კერძოდ, ქართული მატერიალურ-კულტურული ძეგლების შესწავლა, ქართული ფილოსოფიის ისტორია, ქართული რენესანსის საკითხები. რუსთველოლოგია. 90-იან წლებში იგი აქტიურად იღვწოდა პუბლიცისტიკის სფეროში, კერძოდ, მისი სტატიები მიძღვნილი იყო ეროვნული პრობლემების, ზნეობისა და პოლიტიკის საკითხებისადმი.

შ. ხიდაშელი ძირითადად იკვლევდა IV-XIX საუკუნეების ქართული ფილოსოფიის ისტორიას, მის სხვადასხვა მონაკვეთს მიუძღვნა მონოგრაფიული გამოკვლევები.


შ. ხიდაშელი შალვა ნუცუბიძის ტრადიციების გამგრძელებელია ქართული ფილოსოფიის ისტორიის, რენესანსის პრობლემების დამუშავებასა და რუსთველოლოგიაში. ამასთან, მას „კვლევის საკუთარი გხა“ (შ. ნუცუბიძე) გააჩნდა, რაც უპირველესად გამოიხატებოდა შუა საუკუნეების ქართული კულტურის აქსიოლოგიის (ღირებულების თეორიის) პოზიციიდან განხილვაში.

შ. ხიდაშელის მოღვაწეობაში განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო 1981-1993 წლები, როდესაც მან გამოაქვეყნა 50-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის ოთხი მონოგრაფია და ორი პუბლიცისტური კრებული.

ქართული ფილოსოფიის ისტორიაში შ. ხიდაშელის მრავალმხრივი კვლევა-ძიების შეჯამება იყო 1988 წელს გამოქვეყნებული წიგნი „ქართული ფილოსოფიის ისტორია“, სადაც შესულია მისი კვლევა-ძიების შედეგები ქართული ფილოსოფიის, ისტორიის, ქართული რენესანსის და რუსთველის მსოფლმხედველობის შესახებ. შ. ხიდაშელის შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულსა და გერმანულ ენებზე.


თხზულებები

  • „არსის პრობლემა პარმენიდეს ფილოსოფიაში“ (თბილისი, 1960);
  • „ჰუმანიზმის ზოგიერთი საკითხი ქართულ მწერლობასა და ფილოსოფიაში“ (თბილისი, 1954);
  • „იოანე პეტრიწი“ (თბილისი 1956);
  • „რუსთაველის მსოფლმხედველობის საკითხები“ (თბილისი, 1981);
  • „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ (თბილისი, 1988);

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები