ხიზამბარელობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხიზამბარელობა – ქართველი ფალავნები ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრიდან. სოფელი განთქმული ყოფილა ფალავნებით, რომლებიც „ხიზამბარელობის” სახელით ყოფილან ცნობილნი. ეს ფალავნებია: გიორგი, დათა, ზაქარია ხიზამბარელები და სხვანი. მოგვიანებით ეს სიტყვა ძლიერების აღმნიშვნელ ტერმინადაც კი იქცა მთელ საქართველოში. აი, რას წერდა 1888 წელს გაზეთი „ივერია“ დათა ხიზამბარელის შესახებ: „საქართველოში ბევრი გამოჩენილი ფალავანი ყოფილა, მაგრამ ხიზამბარელივით კი სახელი არავის გაუთქვამს. თითქმის სახალხო გმირად გადაიქცა. ხელობით მეტივე იყო. ჯმუხი, ცოტათი მოხრილი და დათვურად ნაკვეთი. ტანზე, სადაც არ უნდა მოგევლო ხელი, იტყოდი თუ ხე არისო, ანუ ქვა და არა ხორცი. ზეზე კისრული იცოდა და რაღა-კი წამოიღებდა, იტყოდა ხოლმე „ახლა თუ გინდათ ხარ-კამეჩიც მოუბით, ვეღარ შეიმაგრებთ, გადავიტანო“.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები