ხიზანიშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკო ხიზანიშვილი

ურბნელი (ხიზანიშვილი) ნიკოლოზ (ნიკო) თადეოზის ძე – (ფსევდონიმი „პლებსი“) (1851- 1906) — პუბლიცისტი, მეცნიერი, ლიტერატორი, ისტორიკოსი, იურისტი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო იმდროინდელ რუსულსა და ევროპულ მწერლობაში გაბატონებული სოციოლოგიური და შედარებითი სკოლის მიმდევარი. „იმედში“, „ივერიაში“, „დროებაში“, „ცნობის ფურცელსა“ და „კვალში" აქვეყნებდა პუბლიცისტურსა და კრიტიკულ-ლიტერატურულ წერილებს („ჩვენი ცხოვრების ევოლუცია“, 1902, „ლიტერატურული მიმოხილვა“, 1883, „ახლანდელი სამწერლო ენა“, 1888, „ქართული ენის შემოღების გამო“, 1883, „საფუძვლები სახალხო განათლებისა“, „ძველი და ახალი თაობა“, 1883). აღსანიშნავია ნ. ურბნელის გამოკვლევები საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის, იურისპრუდენციის შესახებ („ათაბაგნი ბექა და აღბუღა და მათი სამართალი“, 1890, „ძეგლის დება მეფე გიორგი ბრწყინვალესი“, 1890, „გიორგი ბრწყინვალე, მეფე საქართველოსი“ 1889, „მეფე დავით აღმაშენებელი და მისი დრო“, 1894), რომლებიც ცალკე წიგნებად გამოიცა.



ლიტერატურა

  • გ. ნადირაძე, ნიკოლოზ ურბნელი — საქართველოს ისტორიის მკვლევარი, 1973.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები