ხის შპონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხის შპონი

ხის შპონი – ხის მორისგან ანათალი 3 მმ-მდე სისქის ფენა, რომელსაც იყენებენ ფანერის დასამზადებლად, აგრეთვე სხვა მასალის ზედაპირზე დასაწებებლად ლამაზი ტექსტურის მისაღებად (ავეჯი, კარი, თარო, მოაჯირი და სხვ.). პირველად შპონსახდელი ჩარხი გამოიგონეს ქ. ტალინში (ესტონეთი) 1819 წელს.

ხის შპონი არსებობს სამგვარი: ჩვეულებრივი ანათალი (მიიღება მორებისაგან), გარანდული (მიიღება ძელების გარანდვით) და დახერხილი. მშენებლობისა და ავეჯის გარდა ხის შპონს დიდი გამოყენება აქვს ასანთის ღეროებისა და კოლოფების მრეწველობაში, დასარტყმელი ინსტრუმენტებისა და გიტარების კორპუსის დასამზადებლად, დეკორატიული სამუშაოებისათვის (ინკრუსტაცია), ავტომობილის სალონის შიგა დეტალებისათვის და სხვ.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები