ხმოვანი ბილიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხმოვანი ბილიკი – ფონოგრამის განლაგების ადგილი ხმის ჩამწერ მასალაზე. ცნობილია მექანიკური, ფოტოგრაფიული (ოპტიკური) და მაგნიტური ხმოვანი ბილიკები. ხმოვანი ბილიკის სიგანე მერყეობს მილიმეტრის მეასედი ნაწილიდან (მიკროჩანაწერი გრამფირფიტაზე) რამდენიმე მილიმეტრამდე. (მაგ., კინოფირის ოპტიკური ფონოგრამა).