ხორხის გარეგანი ტრავმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხორხის გარეგანი ტრავმებიხორხის ტრავმების გართულება ორგვარია:

— ტრავმის შედეგად შეიძლება განვითარდეს სუნთქვის მწვავე მოშლა, რასაც ასფიქსიის გამო, შეიძლება სიკვდილი მოჰყვეს.
— მოგვიანებით, ტრავმამ ხორხის ფუნქციური მოშლა შეიძლება გამოიწვიოს რის შედაგადაც, ხმის, ყლაპვის ან სუნთქვის ქრონიკული პრობლემები იჩენს თავს.

ტრავმები, როგორც წესი, მოხრჩობის, პირდაპირი დარტყმის ან ბასრი საგანით გაჭრის შედეგად ვითარდება.

დაზიანებები შეიძლება იყოს:

ხორხის ჩონჩხის:

— ხრტილოვანი ნაწილის მოტეხილობა;
— ხრტილთაშუა შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება და სანათურის გახსნა;
— ხორხის და ტრაქეის დანაწევრება – გახლეჩა;
— ხორხის რბილი ნაწილების შეშუპება, სისხლჩაქცევა, რამაც თავის მხრივ, შეიძლება სუნთქვის სერიოზული დისფუნქცია გამოიწვიოს.

ხორხის სანათურის დაზიანებისას, ძალიან ხშირად, აირი წნევით აჯირჯვებს ახლომდებარე ქსოვილებს, რაც იწვევს კანქვეშა ან მედიასტინალურ ემფიზემას. იშვიათად, მაგრამ მაინც, შესაძლოა პნევმოთორაქსიც განვითარდეს.

ღია ტრავმების დროს, დიაგნოზის დასმა მარტივია და არ მოითხოვს ბევრ კვლევას. თუმცა, ქირურგიული მკურნალობის დროს, აუცილებელია ძალიან გამოცდილი ქირურგის ჩარევა.

დახურული ტრავმების დიაგნოსტიკა კი პირიქით, ძალიან ძნელია და დიდ გამოცდილებას და ზუსტ კვლევებს მოითხოვს.

არასწორი დიაგნოზი პაციენტის სიკვდილს გამოიწვევს, განსაკუთრებით ინტუბაციის მცდელობისას.

ეჭვი ხორხის სანათურის დაზიანებაზე უნდა გაგვიჩნდეს შემდეგი ნიშნების დროს:

კისრის ნებისმიერი ტრავმის შედეგად წარმოქმნილი დისფონიის, დისპნოეს ან ყლაპვის გაძნელების დროს. ასევე, კანქვეშა ემფიზემის არსებობის შემთხვევაში.

ამ მონაცემების დამთხვევის შემთხვევაში, აუცილებელია მოვერიდოთ ინტუბაციას ან, თუ მისი ჩატარება აუცილებელია, უნდა გავითვალისწინოთ დაზიანებული ხორხის ინტუბაციის რისკები. ყველაზე მარტივი კვლევაა ხორხის რენტგენი, რომელმაც, შესაძლოა, ხორხის ჩონჩხის დაზიანება აჩვენოს ან კომპიუტერული ტომოგრაფია. შესაძლოა ფიბროსკოპული გამოკვლევაც. აუცილებელია პაციენტის სუნთქვის მონიტორინგი.

შეშუპების მოხსნის გამო, პოსტტრავმული კორტიკოთერაპია კარგ შედეგებს იძლევა. სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში და თერაპიული მკურნალობის უშედეგობის დროს, მიზანშეწონილია სასწრაფო ტრაქეოტომიის გაკეთება.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები