ხორხის ტუბერკულოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხორხის ტუბერკულოზი

ხორხის ტუბერკულოზი — ჩვენს საუკუნეში ეს დაავადება უკვე იშვიათობად იქცა. თუმცა, მისი დიაგნოსტიკა აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რადგან მისი კლინიკური ასპექტი ძალიან წააგავს ნეოპლაზიურ პროცესს. დადასტურების შემთხვევაში, აუცილებელია ფილტვის ტუბერკულოზის გამორიცხვა. როგორც წესი, ეს ორი დაავადება ერთად გვხვდება.

კლინიკური ნიშნები:

— პროგრესულად მიმდინარე დისფონია;
— ოდინოფაგია;
დისპნოე (შორს წასული პროცესების დროს);

ლარინგოსკოპიით ჩანს:

— ხმოვანი იოგების ცალმხრივი ანთება;
— ჭუჭყიანი ნადების სურათი;
ხორხის ნეოპლაზიური დაზიანება, თუმცა, შენარჩუნებული მობილური ფუნქციით;

საბოლოო დიაგნოზი ისმება ბიოფსიის და პულმონარული დაზიანების გამოვლენის მერე. თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და უნდა გვახსოვდეს, რომ შესაძლოა იყოს შერეული ფორმებიც: ტუბერკულოზი და ნეოპლაზიური პროცესის ერთდროული არსებობა.

მკურნალობა ხორხის ტუბერკულოზის დროს, გულისხმობს სპეციფიკურ ანტიბიოტიკოთერაპიას დაახლოებით ერთი წლის მანძილზე.

დიაგნოზის დასმის ან ეჭვის დროს, აუცილებელია ოთახის სპეციფიკური სტერილიზაცია და პაციენტის იზოლირება.

NOTA BENE

ტუბერკულოზზე ეჭვი უნდა გაგვიჩნდეს:

  • ფილტვის ტუბერკულოზის ანამნეზის მქონე პაციენტზე, რომელსაც ხანგრძლივი ლარინგიტი აქვს;
  • ლარინგიტისას,როცა ტკივილი მხოლოდ ყლაპვის დროსაა;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები