ხორ-ხეკენუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხორ-ხეკენუ – ხორის ერთ-ერთი სახე, რომელსაც ბუბასტისში ეთაყვანებოდნენ. ეძახდნენ „დაცვის ბატონს“. იყო მზის დამქანცველი სიცხის განსახიერება, რომელიც თავისი ოხშივარით ბოროტ ძალებს ანადგურებდა. მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქალღმერთ მისისთან, რის გამოც ხანდახან გამოისახებოდა ლომის ტანით და შევარდნის თავით, თუმცა ძირითადად ანთროპომორფულად, ან შევარდნის თავით არის გამოსახული. „ხეკენუს“ მნიშვნელობა ბუნდოვანია.