ხრენიკოვი ტიხონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტიხონ ხრენიკოვი – (28 მაისი 1913, ქ. ელეცი – 14 აგვისტო, 2007, მოსკოვი), რუსი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ. სახალხო არტისტი (1963). ხრენიკოვი 1948-იდან შეუცვლელად სათავეში ედგა სსრკ კომპოზიტორთა კავშირს. 1936 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (ვ. შებალინის საკომპოზიციო კლასი). 1961-იდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგია (1966-იდან პროფ). მისი ნაწარმოებებია: ოპერები „ქარიშხალში“ (1939, II რედ. 1952), „ფროლ სკობეევი“ (1950, II რედ. 1966), „დედა“ (გორკის მიხედვით, 1957) და სხვ. ოპერეტები, ბალეტები, 3 სიმფონია (1935, 1943, 1973), 3 საფორტეპიანო (1933, 1972, 1982), 3 სავიოლინო (1959, 1975, 1983) და ჩელოს (1964) კონცერტები, მუსიკა თეატრისა და კინოსათვის.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები