ხუანპუს ხელშეკრულება 1844
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხუანპუს ხელშეკრულება 1844 – (საფრანგეთსა და ჩინეთის შორის), ხელი მიეწერა 1844 წლის 24 ოქტომბერს ფრანგულ სამხედრო ხომალდზე, ხუანპუს პორტში, გუანჯოუს მახლობლად.
ხელშეკრულება საფრანგეთსა და მის ქვეშევრდომებზე ავრცელებდა იმ უფლებებსა და პრივილეგიებს, რომლებიც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მიიღეს 1842 ნანკინის და 1844 ვანსიანის ხელშეკრულებებით და 1843 ე.წ. „დამატებით ოქმი“.