ხჲეჩხვმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხჲეჩხვმა (ხჲეჩხοამა) - აფხ. ახალი წლის დღესასწაული. აფხაზები დღესასწაულობენ ძველით 1 იანვარს (13 იანვარს). სამჭედლოში ლოცვაზე თავს იყრიდა პატრონიმია, სიტყვა მომდინარეობს მეგრული ტერმინისაგან ხეშ ხვამა // ხე-ხუჯიშ ხვამა - ხელის დალოცვა, ხელ-მხრის კურთხევა, რაც წარმოადგენდა ხელოსანთა ლოცვას, ოსტატის მიერ შეგირდის ხელდასხმას, ხელოსნად კურთხევასა და მასთან დაკავშირებულ რიტუალს.