ჯანავარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯანავარ-ი (სომხ. ջանավար) – ვამპირი ურჩხული სომხურ მითოლოგიაში; ცხოვრობს 366 ველზე მდებარე მთის გამოქვაბულში და ველთა დათვლის უფლებას არავის აძლევს; ამ მიზნით, მთაში ამოსულ ადამიანებს ღამღამობით ტერფებიდან სისხლს სწოვს. მხოლოდ ორმა გმირმა შეძლო ჯანავარის გაცურება: დასაძინებლად ისე მოეწყვნენ, რომ ერთმანეთის ფეხები თავქვეშ ამოიდეს. დაბნეულმა ვამპირმა ველთა საიდუმლო უნებლიედ გასცა და სამუდამოდ გადაიკარგა.

სომხური დემონოლოგიის ეს პერსონაჟი, რომელიც თავისი ბუნებით vagina dentata-ს უკავშირდება, მრავალმხრივ არის საინტერესო. ხთონური ვამპირი იცავს ველებს იმათგან, რომლებსაც მათი რაოდენობის გაგება სურთ. ველი, როგორც დედამიწის დაბლობი, ჩაზნექილი რამ, წარმოადგენს ქალური წიაღის არქაულ სიმბოლოს, და ვისაც მისი საიდუმლოს შეცნობა უნდა, იგი ფაქტიურად ამ წიაღის დაუფლებას ცდილობს. სწორედ ამიტომ პრეტენდენტებს ტერფს (ფეხი-ფალოსის ბოლოს) უნადგურებს. მთელი სურათის სივრცებრივი ორგანიზაცია (ველთა შორის მთები) და მისი რიცხობრივი მახასიათებელი (ველთა რიცხვი წელიწადის დღეთა რიცხვის ტოლია) ამ იდუმალ გეოგრაფიულ ლოკუსს მსოფლიო ხესთან აკავშირებს (შდრ. მსოფლიო ხის კონცეფციასთან მიმართებაში რუსული გამოცანა:

„Выросло дерево от земли до неба, на этом на дереве двенадцать сучьев, на каждом сучке по четыре кошеля, в каждом кошеле до шести яиц, а седьмое красное“).

ამასვე უკავშირდება სომხური საქორწილო ხე, რომლის მნიშვნელოვან ატრიბუტს წარმოადგენს ბროწეული, შემდგარი 12 წილაკში მოთავსებული 365 მარცვლისგან (ზოგჯერ ითვლიან). ნეფე-დედოფლის საპირველღამო ურთიერთობა იწყება საქორწილო ხის „მოჭრის” რიტუალის დასრულებისთანავე, საქორწილო ხისა, რომლის ერთ-ერთი სახელწოდებაა „ბროწეული“; შდრ. ადამისა და ევას მიერ შეჭმული აკრძალული ნაყოფი, რომელიც თავდაპირველად ბროწეულის სახით გამოისახებოდა.

ამოტრიალებულ ხეზე შამანის ასვლას მოგვაგონებს ველთა საიდუმლოს შესაცნობი ხერხი – თავ-ბოლოს (თავისა და ფეხის) გადაწყობა.


ლიტერატურა

  • Абрамян Л. Лысина Геракла, пятка Ахилла и ноги Эдипа в ритуально-мифологическом контексте //Армянский Гуманитарный Вестник. № 1. Ереван, 2006;
  • Ганаланян А. Т. Армянские предания. Ереван, 1979, № 218;
  • “Грехопадение” // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • Загадки. Изд. подгот. В. В. Митрофанова. Л., 1968, № 4954;
  • Топоров В. Н. О структуре некоторых архаических текстов, соотносимых с концепцией “мирового дерева” // Труды по знаковым системам. V. Тарту, 1971;
  • Топоров В. Н. Семантика мифологических представлений о грибах // Bალცანიცა. Лингвистические исследования. М., 1979.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები