ჯარების მართვის ავტომატიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების (ძალების) მართვის ავტომატიზაცია - შტაბების, მართვის პუნქტების, საბრძოლო კომპლექსების კომპიუტერული ტექნიკით ან მომიჯნავე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის და მართვის ორგანოების მუშაობაში მათი გამოყენების პროცესი. ჯარების (ძალების) მართვაში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ძირითადი მიმართულება.

ჯარების (ძალების) მართვის ავტომატიზაცია. მოიცავს ჯარების (ძალების) მართვის კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემების და სხვა ტექნიკური მოწყობილობების შექმნას; ასევე მეთაურების, შტაბების ოფიცრების მუშაობის მეთოდების დამუშავებას და ათვისებას ავტომატიზაციის სისტემების და საშუალებების გამოყენებით.

კომპიუტერული ტექნიკა გამოიყენება შემდეგ ძირითად პროცესებში: ინფორმაციის შეკრება, დამუშავება, ოპერაციის გადაწყვეტილების მისაღებად მონაცემების მომზადება, ამოცანის დასახვა, ჯარებისთვის ბრძანებების, განკარგულებების და კომანდების გადაცემა, საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვა, დასახული ამოცანების შესრულებაზე კონტროლი და თანამდებობის პირებისთვის საჭირო ინფორმაციის გაცემა.

მთელი რიგი ქვეყნების არმიებში უკვე მიღწეულია წარმატებები სხვადასხვა ავტომატიზებული სისტემის შექმნაში. ამან აამაღლა მართვის ეფექტურობა და ხარისხი, მნიშვნელოვნად შეამცირა გადაწყვეტილების მიღების, ჯარების (ძალების) საბრძოლო შესაძლებლობების გამოყენების პირობების შექმნის, ძალების და საშუალებების მინიმალური დანახარჯებით საბრძოლო მოქმედებებში წარმატების მიღწევის დრო.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები