ჯარების მართვის ავტომატიზებული სისტემების ტექნიკური საშუალებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების მართვის ავტომატიზებული სისტემების ტექნიკური საშუალებები - უზრუნველყოფენ ჯარების (ძალების) მართვის ავტომატიზაციის პროცესს. მოიცავენ გამომთვლელ კომპლექსებს, რომელთა საფუძველს შეადგენენ ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები და მათთან შერწყმული სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები; ასევე ავტომატიზებულ სამუშაო ადგილებს, სააბონენტო პუნქტებს, გამოსახულების მიღების, გადაცემის, დოკუმენტაციის და ინფორმაციის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის აპარატურას; ჯარების მართვის ავტომატიზებული სისტემების ფუნქციონირების კონტროლსა და მართვის საშუალებებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები