ჯართი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯართი – ლითონის ნაკეთობების უვარგისი და გადასაყრელი ნაწილები, ნამტვრევები; ლითონის ძველი ნივთები.
განასხვავებენ ჯართის ორ სახეობას: ფოლადისა და თუჯისას. ყველა სახეობის ჯართი (შავი, ფერადი, ძვირფასი) გამოიყენება შემდგომი გადამუშავებისა და უტილიზაციის მიზნით.
გაბარიტული ჯართი
ჯართი, რომლის ზომები მეტალურგიული ქარხნის ღუმლების ჩატვირთვის მოთხოვნებს შეესაბამება.
მსხვილგაბარიტიანი ჯართი
ჯართი, რომლის ზომები მეტალურგიული ქარხნის ღუმლების ჩატვირთვის მოთხოვნებს აღემატება.