ჯაფარიძე ნათია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნათია ჯაფარიძე

ნათია ჯაფარიძე − (Natia Japaridze) 2004-2007 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში

დაიბადა: 12 მარტი, 1967 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება: 1985-1991 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; მიენიჭა ფილოლოგის კვალიფიკაცია; 1992-1993 − ლიონის ლუმიერის უნივერსიტეტი, მიენიჭა ფრანგული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის უმაღლესი განათლების დიპლომი; 2000 − გავლილი აქვს სტაჟირება იუნესკოს განათლების დაგეგმარების საერთაშორისო ინსტიტუტში და საფრანგეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

სამუშაო გამოცდილება:
1993-2004 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
1993-1994 − სახელმწიფო მეთაურის აპარატის მრჩეველი ევროპის საკითხებში;
1994-1995 − ფრანგული ჰუმანიტარული დახმარების ასოციაციის Première Urgence კოორდინატორი;
1995-1998 − საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელის, ელჩის პირადი თანაშემწე;
1999-2000 − საქართველოს განათლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის უმაღლესი განათლების რეფორმის კონსულტანტი;
2000-2004 − საქართველოში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ოფისის დირექტორი;
2010-2015 − საფრანგეთის ბრეტანის რეგიონის ტურიზმის განვითარების ოფისის მრჩეველი;
2016-დან − საფრანგეთის კუნძულ გრუას ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ხელმძღვანელი.

ფლობს: ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები