ჯები გლედვინ
ჰუბერტ მაილს ჯები, ბარონი გლედვინი – (ინგლ. Hubert Miles Gladwyn Jebb, 1st Baron Gladwyn; 25 აპრილი 1900 — 24 ოქტომბერი 1996) – ბრიტანეთის პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი.
1924-დან დიპლომატიურ სამსახურშია. მუშაობდა ბრიტანეთის წარმომადგენლობაში ირანსა და იტალიაში.
1922-45 – საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მონაწილეობდა კვებეკის (1943), კაიროს (1943), თეირანის (1943), დემბარტონ-ოქსის (1944), ყირიმის (იალტის) (1945). სან-ფრანცისკოს (1945)) კონფერენციებში;
1946 – გაეროს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი;
1946 წლის მარტში – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოში.
1946-47 – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანაშემწე და მრჩეველი გაეროს საკითხებში;
1948 – ბრიტანეთის წარმომადგენელი ელჩის რანგში ბრიუსელის ხელშეკრულების 1948 მუდმივ კომისიაში;
1949-50 – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
1950-54 – ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში;
1954-1960 – ბრიტანეთის ელჩი საფრანგეთში;
1960 – ლორდთა პალატის წევრი;
1965 – ლორდთა პალატის ლიბერალური ფრაქციის ლიდერის მოადგილე;
1973-76 – ევროპარლამენტის წევრი.