ჯვართ ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯვართ ენა – შეზღუდული რაოდენობის სიტყვები, რომელთაც ხევსური ხუცეს-ქადაგ-მკითხავნი ღვთისმსახურებისას ხმარობდნენ. ჯვართ ენა შეიქმნა რიტუალის გაზებუნებრივების მიზნით. ამ „ენისათვის“ ნიშანდობლივია არქაიზაცია, სიტყვათა გადატანითი მნიშნელობით ხმარება და კომპოზიცია. სიტყვათა დიდი ნაწილი სახელებია: დედემზდელი („დედა“), მამა-მგებარი | მამა-მზდელი („მამა“), ბიჟიონი („ქალიშვილი“), ვერცხლის ბურთვი | ვერცხლის ღილი („ვაჟიშვილი“), მონაგონი („შვილები“), მუჭანი („ხელები“), საგაგავნი („ფეხები“), სახედავნი („თვალები“), მალიკა („ენა“), ფერცხებულნი („ბარელი ქალი“), ქოჩრიანნი („რუსები“), სულწმიდა („მიცვალებული“), ცივი („ცხედარი“), ჭიშმარიტი | მეჭიშმარიტე („ხუცესი“), მეენე („ქადაგი“), საოცარი („სიზმარი“), მანანანი („ცრემლი, ნამი“), ბუბუნა |ჴარმანიში („ხარი“), კიკინმაღალი („თხა“), რქამაღალი („ვაცი“), რქაჯანგიანი („ვერძი“), ჭლიკმირგვალი („ცხენი“), რემა („კვიცი“), მწკავანი („კატა“), მუცლით მქანავი („გველი“); ალვანი | შტომაღალნი („ჯვარის ტყე“), ფერუგლელნი („ფიჭვები“); მზექალი („მზე“), ცვარ-ნამი („წვიმა“), ფიფქნი („თოვლი“), მაშხარა („ცეცხლი“), ბორაყი („დროშა“), თეთრეული („ვერცხლეული“), საქუხარი („თოფი“)…

არის ზმნებიც: გააუსუსურებს („მოკლავს“), დაზემს („იტყვის“), გააბუგრეულებს („გაანადგურებს“), მალიაობს („ლაპარაკობს“).

ჯვართ ენის სიტყვებიდან ზოგი ჩვეულებრივ მეტყველებაშიც (უპირატესად – პოეზიასა და ხმითნატირლებში) იხმარება როგორც ერთგვარი მხატვრულ-სტილისტიკური სამკაული.

ალ. ჭინჭარაული


ლიტერატურა

  • ოჩიაური თ. ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, თბ., 1954.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები