ჯიგრაშენის ტერასები
ჯიგრაშენის ტერასები – ტერასები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჯიგრაშენთან, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. სოფელში „... ჩვენი წინაპრების მიერ ქარაფოვანი კანიონის ჩაყოლებაზე, ალაგ-ალაგ კიბისებური პატარა ბაქნებია გაკეთებული. ასეა შექმნილი ასიოდე ხელოვნური სამიწათმოქმედო სავარგული, ბაქანი-ტერასა, რომელთა ფართობია 2-5 კვ.მ. ყოველი ოროკი, გარდა იმისა, რომ კლდეშია ღრმად შეჭრილი, ირგვლივ ქვებითაცაა შემოკავებული. ... ოროკების თავის მთელ გაყოლებაზე პატარა წყალსატევები ამოუკვეთიათ კლდეში. ორმოსებური მოყვანილობის ამ პატარა წყალსატევების დიამეტრი საშუალოდ ერთ მეტრს აღწევს, ხოლო მათი სიღრმე 30-40 სმ. შორის მერყეობს. ყოველ წყალსატევს ფსკერთან დატოვებული აქვს ვიწრო ნახვრეტი, რომელიც თავის დროზე წყალსაწრეტის მოვალეობას ასრულებდა. წყალსაწრეტის ნახვრეტი მუდამ დაგმანულ მდგომარეობაში იყო. დროთა განმავლობაში წვიმის წყლითა და სოფელში არსებული წყაროს საშუალებით ნელ-ნელა ივსებოდა წყალსატევი ორმოები. საჭიროების შემთხვევაში, როცა ოროკის მორწყვა აუცილებელი იყო, აღებდნენ წყალსაწრეტ ნახვრეტს და მის ქვემოთ გაყვანილი პატარა არხით მიედინებოდა წყალი საჭირო მიმართულებით”.
იხილე აგრეთვე
ტერასული სოფლის მეურნეობა სამცხე-ჯავახეთში