ჯიდაიმონო – (იაპ. – „ისტორიული“), იაპონურ კაბუკის თეატრალურ წარმოდგენათა პროგრამას აქვს რამდენიმე მიმართულება: ისტორიული, საყოფაცხოვრებო და საცეკვაო. ყოველი მათგანისთვის პიესა საგანგებოდ იწერება. ჯიდაიმონოში ასახულია ისტორიული მოვლენები, რომლებსაც საერთო ეროვნული მნიშვნელობა აქვთ.
წყარო
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი