ჯიქური (მესტუმრე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯიქური - სამეფო კარის მესტუმრე XIII ს-ის 50-60-იანი წწ-ის მიჯნა.

ჟამთააღმწერელი გვაცნობს დავით ულუს (1246-1270 წწ.) მესტუმრე ჯიქურს, რომელიც მეფის დიდი ნდობით სარგებლობდა. როდესაც დავით ულუ ბათო-ყაენმა ურდოში დაიბარა, მან ქვეყნის მართვა, არსებული წესისამებრ არა მწიგნობართუხუცესს, არამედ დედოფალ ჯიგდა-ხათუნსა და მესტუმრე ჯიქურს დაავალა. ქართველ დიდებულთა შორის ჯიქურს ბევრი მტერი ჰყავდა, რომელთა გავლენით დავით ულუს ჯიქურის ერთგულებაში ეჭვი შეეპარა. მას ილხანებთან მეფის საწინააღმდეგოდ საიდუმლო ურთიერთობა დასწამეს. ჯიქურის მდგომარეობა განსაკუთრებით დედოფალ ჯიგდა-ხათუნის გარდაცვალების შემდეგ გაუარესდა. დავით ულუს ბრძანებით, მესტუმრე ჯიქური შეიპყრეს და ისნის ციხეში გამოკეტეს, საიდანაც მოგვიანებით მტკვარში გადააგდეს. მისი მამულები და ქონება დაიტაცეს.


წყარო

ჟამთააღმწერელი 1955: 238.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები