ჯუანშერი (ქართლის ერისმთავარი VIII ს.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯუანშერი – ქართლის ერისმთავარი. VIII ს. 50/60-იანი წლებში – „ქართლის ცხოვრების“ (მატიანე ქართლისა) ცნობით. არჩილს ჰყავდა ორი ვაჟი და ოთხი ქალი. არჩილის წამების შემდეგ იოანე წავიდა ეგრისს და თან წაიყვანა დედა და ორი და, ჯუანშერი კი ორ დასთან ერთად ქართლ-კახეთში დამკვიდრდა.

იოანე საბანისძის (VIII ს. ავტორი) მიხედვით ამ პერიოდში არაბებმა ქართლ-კახეთის მოსახლეობას ხარკი კიდევ უფრო დაუმძიმეს. რამაც ახალ აჯანყებებს მისცა ბიძგი. არაბები ქართველი ხალხის წინააღმდეგობას დაუნდობელი სისასტიკით პასუხობდნენ. მიუხედავად უკიდურესი გასაჭირისა არაბთა მფლობელობამ გამოუსწორებელი ზიანის მიყენება საქართველოსთვის მაინც ვერ შეძლო. ფეოდალური ქართლის საზოგადოებრივი ორგანიზმი მტკიცე აღმოჩნდა და განსაცდელს გაუძლო.

ჯუანშერის განმგებლობის დროს 764 წ. ხაზარებმა ამიერკავკასიაში ილაშქრეს. ააოხრეს ალბანეთი, ქართლი და მცირე ხნით თბილისიც აიღეს. „ქართლის ცხოვრების“ (ჯუანშერი) მიხედვით ხაზართა ხაკანმა ჯარი გამოგზავნა კახეთზე გასალაშქრებლად. ერთ-ერთი ციხის აღების დროს ხაზართა სარდალმა ჯუანშერი თავის დასთან, შუშანთან ერთად ტყვედ ჩაიგდო და ხაზარეთის გზას გაუყენა. ხაკანმა ჯუანშერი სამი წლის შემდეგ ტყვეობიდან გაათავისუფლა და დიდძალი საჩუქრებით ქართლში გამოისტუმრა.

სამეცნიერო ლიტერატურაში მკვლევართა გარკვეულ ნაწილს ჯუანშერი ერისმთავრად არ მიაჩნია. დ. მუსხელიშვილის აზრით, რადგან ჯუანშერის რეზიდენცია თბილისში არ იყო., იგი ერისმთავრად არ შეიძლება ჩაითვალოს. მით უფრო, მისი მოღვაწეობის ხანაში და მომდევნო პერიოდში იოანე საბანისძეს მიხედვით ერისმთავრები არიან ადარნასე, ნერსე და სტეფანოზი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები