ჯუფთება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯუფთებაკომბინატორიკის ერთ-ერთი ცნება. n ელემენტისაგან m- ელემენტიანი ჯუფთება ეწოდება ყოველ ქვესიმრავლეს, რომელიც შედგება n-ელემენტიანი სიმრავლის m ელემენტისაგან. ორი ჯუფთება ითვლება განსხვავებულად, თუ ერთ-ერთში შემავალი რომელიმე ელემენტი არ შედის მეორეში.

n ელემენტისაგან შედგენილი ერთმანეთისაგან განსხვავებული m- ელემენტიანი ჯუფთებათა რაოდენობა განისაზღვრება ფორმულით:


Juf001.png


Juf003.png რიცხვს უწოდებენ ჯუფთებათა რიცხვს n ელემენტიდან m ელემენტად.

Juf003.png რიცხვები წარმოადგენენ ბინომურ კოეფიციენტებს.

ტერმინი „ჯუფთება“ პირველად გამოიყენა პასკალმა (1653). Juf003.png აღნიშვნა შემოიღო პოტსმა (1880), ოღონდ nCm სახით. ამჟამად მიღებული აღნიშვნა (nm) ეკუთვნის ეილერს (n/m) ან [n/m] სახით (1778).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები