ჰაერში ბატონობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაერში ბატონობა - ერთ-ერთი მეომარი მხარის ავიაციის გადამწყვეტი უპირატესობა საბრძოლო მოქმედებების თეატრის ან სტრატეგიული (ოპერატიული) მიმართულების (რაიონის) საჰაერო სივრცეში. ის საშუალებას აძლევს სახმელეთო ჯარებს, საზღვაო, საავიაციო ძალებს და ქვეყნის (ქვეყნების კოალიციის) ზურგს შეასრულონ თავისი მოვალობები მოწინააღმდეგის ავიაციის და საჰაერო თავდაცვის უკუქმედების გარეშე.

ჰაერში ბატონობა შეიძლება მოპოვებულ იქნეს ერთ ან ერთდროულად რამდენიმე საბრძოლო მოქმედებების თეატრზე ხანგრძლივად – სტრატეგიული ბატონობა, ხოლო ცალკეულ სტრატეგიულ, ან ოპერატიულ მიმართულებაზე ოპერაციის პერიოდში – ოპერატიული ბატონობა.

საავიაციო ქვედანაყოფების ნაწილების ან ცალკეული შენაერთების მიერ განსაზღვრულ რაიონში ინიციატივის ხელში ჩაგდებას უწოდებენ ჰაერში ტაქტიკურ ბატონობას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები