ჰაერში მორიგეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაერში მორიგეობა - საბრძოლო მოქმედების ყველაზე პასუხსაგებ პერიოდში საავიაციო ქვედანაყოფების საფრენი აპარატების ეკიპაჟების ჰაერში გათვალისწინებულ რაიონში (სამორიგეო ზონაში) განლაგება. ისინი უნდა იყვნენ საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო მიზნების განადგურების შესახებ კონკრეტული საბრძოლო ამოცანის შესრულების ბრძანების მიღების მოლოდინში.

საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად საფრენი აპარატების, ეკიპაჟების და საავიაციო ქვედანაყოფების მზადყოფნის უმაღლესი დონის უზრუნველყოფის ხერხი. გამანადგურებელ ავიაციაში გამოიყენება საჰაერო მოწინააღმდეგის გასანადგურებლად გათვალისწინებულ ზღუდეებზე, საჰაერო ბრძოლაში ძალების სწრაფი ზრდის მისაღწევად. ბომბდამშენ, გამანადგურებელ-ბომბდამშენ, მოიერიშე ავიაციაში – ახალგამოვლენილ სახმელეთო ან საზღვაო მიზნებზე დარტყმების მისაყენებლად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები