ჰავანის კონვენციები 1928

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰავანის კონვენციები 1928 – (დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისა და იმუნიტეტების საკითხებზე). მიიღეს მე-6 ამერიკათაშორის კონფერენციაზე. მასში შედის კონვენცია დიპლომატიურ მოხელეებზე, კონვენცია საკონსულო მოხელეებზე, აგრეთვე კონვენცია თავშესაფრის თაობაზე, რომელიც შეეხება საელჩოებსა და მისიებში თავშესაფრის უფლების მიცემას.

კონვენცია დიპლომატიურ მოხელეთა შესახებ აფიქსირებს სახელმწიფოს უფლებას იყოს წარმოდგენილი სხვა სახელმწიფოში დიპლომატიური აგენტებით, რომლებიც იყოფიან ჩვეულებრივ (დიპლომატიურ წარმომადგენელთა მეთაურები) და საგანგებო (სპეციალური მისიების ხელმძღვანელები) აგენტებად. კონვენცია საკონსულო მოხელეების შესახებ განსაზღვრავს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოში კონსულის გაგზავნის წესს და მიმღები ქვეყნის მიერ კონსულის ცნობას (ეგზეკვატურის გაცემა). კონვენცია თავშესაფრის შესახებ მის ხელისმომწერს ქვეყნებს, მისცენ თავშესაფარი დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ისევე როგორც სამხედრო ხომალდებსა და თვითმფრინავებზე, აგრეთვე სამხედრო ბანაკებში. პირებს, რომელთაც ბრალად ედებათ სისხლის სამართლის დანაშაულში ან ჩადენილი აქვთ ამგვარი დანაშაული, აგრეთვე არმიის და ფლოტის დეზერტირებს. კონვენციები დიპლომატიური და საკონსულო მოხელეების შესახებ წარმოადგენდა ცდას, მოეხდინათ მრავალმხრივ ხელშეკრულებებში დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისა და იმუნიტეტის ფართო საკითხების რეგლამენტირება. მათში დიპლომატიური და საკონსულო სამართლის ზოგადად აღიარებულ ნორმებთან ერთად აისახა რიგი დებულებები, რომლებსაც მხოლოდ ამერიკული სახელმწიფოები აღიარებდნენ. რაც შეეხება კონვენციას თავშესაფრის შესახებ, მის მიერ რეგლამენტირებული ინსტიტუტი ე.წ. დიპლომატიური თავშესაფრის შესახებ უარყოფილია საერთაშორისო სამართლის მიერ როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპთან შეუთავსებელი რამ.


იხილე აგრეთვე

  • ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961
  • ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობათა შესახებ 1963

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები