ჰავანის კონფერენცია 1928
ჰავანის კონფერენცია 1928 – (მე-6 ამერიკათაშორისი კონფერენცია). მიმდინარეობდა 16.I-20.II.; მონაწილეობდნენ აშშ და ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანა.
კონფერენციაზე მიღებული „კონვენცია სამოქალაქო ომის შემთხვევაში ქვეყანათა მოვალეობისა და უფლებების შესახებ“ ითვალისწინებდა ამერიკის ნებისმიერ რესპუბლიკაში, სამოქალაქო ომის აღმოცენების შემთხვევაში, დანარჩენი ქვეყნების მიერ სრული ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. მაგრამ კონვენცია ნებას რთავდა ამ ქვეყნების მთავრობისათვის მხარდაჭერას იმ შემთხვევაში თუ „მეამბოხეები“ არ იქნებოდნენ ცნობილნი მეომარ მხარედ.
კონფერენციაზე ასევე ხელმოწერილ იქნა „კონვენცია პანამერიკული კავშირის სტატუსის შესახებ“, რომელიც გარდაიქმნებოდა მუდმივ ორგანოდ ამერიკათშორის კონფერენციებს შორის პერიოდში. კონვენცია ითვალისწინებდა ამერიკათშორისი კონფერენციების მოწვევას 5 წელიწადში ერთხელ. იმისათვის. რომ აშშ-ს პანამერიკული კავშირი არ ექცია თავისი პოლიტიკის იარაღად, კონფერენციაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, როლს მიხედვითაც პანამერიკულ კავშირს ეკრძალებოდა პოლიტიკური ხასიათის ფუნქციების შესრულება. კონფერენციაზე მიიღეს საერთაშორისო კერძო სამართლის კოდექსი (ბესტამენტეს კოდექსი). აგრეთვე კონვენცია დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისა და იმუნიტეტების საკითხებზე (ჰავანის კონვენციები 1928).