ჰალო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰალო (ХIало) – ნართული ეპოსის ინგუშური ვერსიის პერსონაჟი; ცნობილია მხოლოდ ერთი თქმულებიდან („დავა სელა სათასა და მჲალხა აზას შორის“), როგორც „ცის გამგებელი“; ჰყავს სამოცდასამი ნართისგან შემდგარი რაზმი; ცოლად ირთავს სელა სათას.

ი. დახკილგოვის აზრით, ჰალო ცის ღმერთია, რომლის სახელობის ტაძრის, ჰალ-ერდას, ნანგრევები ინგუშეთის მთიანეთში მდებარეობს. მისივე ცნობით, ინგუშები წვიმის გამოწვევის საწესო სიმღერაში ჰალოს მიმართავენ. მკვლევარს ჰალოს სახელი და ფუნქცია ურარტულ ღმერთს, ხალდის, აგონებს.


ლიტერატურა

  • Антология ингушского фольклораю Т. 4. Нальчик, 2006;
  • Ингушские сказкиб сказания и предания. Сост. И. А. Дахкильгов. Нальчик, 2002;
  • Дахкильгов И. А. Ингушский нартский эпос. Нальчик, 20012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები