ჰანამიჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰანამიჩი – (იაპ. – „ყვავილთა ბილიკი“), ფიცარნაგი იაპონური თეატრი კაბუკიში, რომელიც იწყება სცენიდან და მიემართება პარტერის გავლით მაყურებელთა დარბაზის სიღრმისაკენ. იგი ასრულებს დამატებითი სცენური მოედნის ფუნქციას, გამოყენებულია მსახიობების შემოსასვლელად და გასასვლელად, მასზე გაითამაშებენ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სცენებს. ჰანამიჩის იყენებენ ევროპულ თეატრებშიც, რადგან ასეთი ფიცარნაგი ხელს უწყობს მიზანსცენების მრავალფეროვნებას.