ჰანი ოტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოტოჰანი

ოტო ჰანი – (გერმ. Otto Hahn, 1879 - 1968), გერმანელი ფიზიკოსი.

ოტო ჰანმა, დიდმა რეზერფორდის მოწაფემ, აღმოაჩინა ატომის ბირთვის გახლეჩის რეაქცია. 1912 წელს გახდა პროფესორი. 1928 წლიდან ბერლინში ქიმიური ინსტიტუტის ·დირექტორია. 1946-დან 1960 წლამდე იყო მაქს პლანკის სახელობის საზოგადოების წარმომადგენელი, ამასთან ერთად გეტინგენში ქიმიური ინსტიტუტის დირექტორი. 1906 წელს მუშაობდა მონრეალში რეზერფორდთან ერთად – ნაწილაკების – EEM.PNG მუხტი მასასთან შეფარდების განსაზღვრაზე. ოტო ჰანმა ლიზა მაიტნერთან ერთად 1905 წელს აღმოაჩინა მეზოთორიუმი 1 და 2, 1918 წელს პროტაქტინიუმი და ბოლოს 1921 წელს ატომური ბირთვების იზომერიის მოვლენა. 1936 წელს განმა დაწვრილებით გამოირკვია ერთობლივი დალექვის კანონზომიერება.

ტრანსურანული ელემენტების მიღებასთან დაკავშირებული გამოკვლევებს პროცესში, რომელსაც თ. შტრასმანთან ერთად ატარებდა, გააკეთა ბარიუმის იდენტიფიკაცია (რომელიც წარმოიშვა ურანის ნელი ნეიტრონებით დაბომბვისას, რაც ლიზა მაიტნერმა და ო. რ. ფრიშმა ახსნეს, როგორც ატომის ბირთვის გახლეჩა). ამ აღმოჩენისათვის ოტო ჰანს 1945 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. ოტო ჰანი ატომური შეიარაღების თავგამოდებული მოწინააღმდეგე იყო.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები