ჰაპლოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაპლოლოგია − (ბერძნ. hapllos – მარტივი და logos – მოძღვრება), კომბინატორული ბგერათცვლილების, კერძოდ, დისიმილაციის, ერთ-ერთი სახე: ორი, უშუალო მეზობლობაში მყოფი, ერთნაირი არტიკულაციიდან ერთის ამოვარდნა ზეპირ მეტყველებაში, მაგ: ფეხშველა < ფეხშიშველა; ანალოგიური შემთხვევები დასტურდება სალიტერატურო ენაშიც ე. წ. ჰაპლოგრაფიის დროს, როდესაც სიტყვის ორი ერთნაირი მონაკვეთიდან ერთი ამოვარდება. ასეა, მაგ.. სიტყვებში: მინერალოგია – ნაცვლად მინერალოლოგიისა, მორფონოლოგია – ნაცვლად მორფოფონოლოგიისა.

ჰაპლოლოგიისა და ჰაპლოგრაფიის საპირისპირო პროცესებია ასიმილაციის სახე – დიტოლოგია (ზეპირ მეტყველებაში) და დიტოგრაფია (წერით მეტყველებაში), როდესაც სიტყვაში ხდება ერთი ან რამდენიმე ელემენტის გამეორება, მაგ- მეთოდოლოლოგია < მეთოდოლოგია.

ასიმილაციისა და დისიმილაციის აღნიშნული სახეები, ჩვეულებრივ, გვხვდება მორფემათა გასაყარზე.

ნ. იმნაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები