ჰარისი ალის კარმაიკლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალის კარმაიკლ ჰარისი

ალის კარმაიკლ ჰარისი – (დ. 23 ნოემბერი 1947), ამერიკელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი-კავკასიოლოგი, პროფესორი.

დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. მუშაობდა ჯერ ვანდერბილტის (ტენესი), შემდეგ - ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში. იკვლევს ქართველურ (ქართულ, მეგრულ, სვანურ) და მთის კავკასიურ (უდიურ) ენებს. ავტორია მონოგრაფიებისა: „ქართული სინტაქსი: რელაციური გრამატიკის თვალსაზრისით“, Cambridge, 1981; „დიაქრონიული სინტაქსი. ქართველური ბრუნვა“.- „სინტაქსი და სემანტიკა“, 18, New Yourk, 1985; „ისტორიული სინტაქსი ენათა გადაკვეთის პერსპექტივაში“ (ლილ კამპბელთან ერთად), Cambridge, 1995.

ქართველურ-კავკასიურ ენათა შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებს შორის აღსანიშნავია: „რიცხვში შეთანხმება თანამედროვე ქართულში“, 1978; „ერგატივიდან აქტივისაკენ ქართულში“, 1982; „კითხვითობა. ქართული ენა“, 1984; „სერიის ნიშნების წარმომავლობისათვის ქართველურ ენებში“, 1984; „არტიკლისაგან ნაწარმოები ბრუნვები ქართველურ ენებში და ენობრივი უნივერსალიები“, 1988; „ქართველურ ენათა ისტორიის მიმოხილვა“, 1991; „მეგრული“, 1991 (ყველა ინგლისურად) და სხვ.

შ. აფრიდონიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები