ჰარმონიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰარმონიზაცია – ამა თუ იმ მელოდიისათვის შესაფერისი ჰარმონიული თანხლების მიწერა. ერთი და იგივე მელოდია შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს ჰარმონიზებული (ჰარმონიზაციის ვარირება). ბუნებრივი ჰარმონიზაციის მნიშვნელოვანი ელემენტები (საერთო სტილი, ჰარმონიული ფუნქციები, მოდულაციები და ა.შ.) განპირობებულია მელოდიით, მელოდიის ჰარმონიზაციის საკითხების გადაწყვეტა ჰარმონიის სწავლების ძირითადი მეთოდია. მელოდიის ჰარმონიზაცია. ზოგჯერ მხატვრულ ამოცანასაც ისახავს მიზნად (განსაკუთრებით ხალხური სიმღერების ჰარმონიზაცია).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები