ჰეკუორთი გრინ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გრინ ჰეკუორთი – (ინგლ. Green Hackworth, 1861-1966), საერთაშორისო სამართლის იურისტი. აშშ-ის დიპლომატი.
1916-25 – იურისკონსულტი;
1925-46 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული კონსულტანტი;
1946-61 – საერთაშორისო სასამართლოს წევრი;
1955-58– საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე; აშშ-ის დელეგაციის იურიდიული მრჩეველი მოსკოვის (1943), დუმბარტონ-ოქსის (1944), სან-ფრანცისკოს (1945) კონფერენციებზე, ასევე ომისა და მშვიდობის საკითხებზე (1945) ამერიკათაშორის კონფერენციებზე. ჰეკუორთი იყო სამედიატორო სასამართლოს მუდმივი პალატის წევრი. არის შრომების ავტორი საერთაშორისო სამართალში.