ჰელმუტ კარლ მოლტკე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰელმუტ კარლ მოლტკე

მოლტკე ჰელმუტ კარლ (უფროსი) (Moltke) (დ. 1800 – გ. 91), გრაფი (1870), პრუსიელი და გერმანელი სამხედრო მოღვაწე, სამხედრო თეორეტიკოსი, გენერალ-ფელდმარშალი (1871).

1858–88 წლებში გენერალური შტაბის უფროსი, ფაქტობრივად, სარდლობდა ჯარებს დანიასთან (1864), ავსტრიასთან (1866) და საფრანგეთთან (1870–71) ომების დროს.

გერმანული მილიტარიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი. მოწინააღმდეგეზე მოულოდნელი თავდასხმისა და მისი ელვისებური განადგურების მომხრე.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები