მარკუზე ჰერბერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჰერბერტ მარკუზე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკუზე ჰერბერტი

ჰერბერტ მარკუზე − (1898-1979), გერმანელი პოლიტფილოსოფოსი და სოციალური თეორეტიკოსი, ფრანკფურტის სკოლის თანადამაარსებელი.

ჰიტლერის გერმანიიდან დევნილი მარკუზე, 1934 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა. მან ნეომარქსიზმის იმგვარი ფორმა განავითარა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ფროიდისა და ჰეგელის ნააზრევი. 1960-იან წლებში მარკუზემ სახელი დაიგდო როგორც ახალი მემარცხენეების თავმა მოაზროვნემ და სტუდენტური მოძრაობის გურუმ. განვითარებულ ინდუსტრიულ საზოგადოებას მარკუზე რეპრესიის ყოვლის მომცველ სისტემად ხატავდა, რომელიც კამათსა და განსხვავებულ აზრს არ ცნობს და ოპოზიციას თრგუნავს. მარკუზეს იმედები უკავშირდებოდა არა პროლეტარიატს, არამედ მარგინალიზებულ ჯგუფებს — ისეთებს როგორებიცაა: სტუდენტობა, ეთნიკური უმცირესობები, ქალები ან თუნდაც, მესამე სამყაროს ქვეყნები. მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომებია: „გონი და რევოლუცია“ (1941), „ეროსი და ცივილიზაცია“ (1958), ერთგანზომილებიანი ადამიანი: „განვითარებული ინდუსტრიული საზოგადოების იდეოლოგიის შესწავლა“ (1964)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები