ჰერმეტიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერმეტიზაციააირისა და სითხის სრული უჟონადობა კედლის, ზედაპირის, სათავსის, ნაგებობის, პირაპირის მიმართებით. ჰერმეტიზაციისთვის იყენებენ ჩრჩილვას, შედუღებასა და სპეციალურ მაჰერმეტიზებელ მასალას – ჰერმეტიკს (რულონური, ფურცლოვანი, მინერალური საშენი მასალა, პოლიმერი და სხვ.), რომლებიც მოიხმარება პასტის, საგოზავის, მასტიკის, თვითწებვადი ლენტის სახით. ეს მასალები უნდა იყოს მტკიცე, ელასტიკური და მდგრადი აგრესიული გარემოსა და ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ. ჰერმეტიზაციის გამოყენების არეა: შენობის კედლები, იატაკები, გადახურვები, მინაპაკეტები, მაცივრები, გაზჰოლდერები, რეზერვუარები, მილ- და გაზსადენები, პირაპირები, შეერთებები კუთხვილებსა და მილტუჩებზე და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები