ჰერმიონე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერმიონე(ბერძნ.) სპარტის მეფე მენელაოსისა და ელენეს ასული.

ჰომეროსის თანახმად, ტროას ომის დროს ორაკულმა იმისნა, რომ ნეოპტოლემოსის გარეშე ომი არ დასრულდებოდა. ამიტომ მენელაოსმა თავისი ასული ჰერმიონე ცოლად აღუთქვა ნეოპტოლემოსს. ჰომეროსის შემდგომდროინდელი მითები გვიამბობენ ჰერმიონესა და ორესტესის ქორწინებაზე. მათ შეეძინათ ვაჟი, ტისამენოსი, რომლის მეფობის დროსაც ჰერაკლიდები შეიჭრნენ პელოპონესოსში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები