ჰერცი ჰაინრიხ რუდოლფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი

ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი – (გერმ. Heinrich Rudolf Hertz, 1857 - 1894), გერმანელი ფიზიკოსი.

ჰენრიხ ჰერცი დაიბადა ჰამბურგში, სადაც მის მამას სენატორის პოსტი ეკავა. აქ დაამთავრა საშუალო სკოლა. ფიზიკას სწავლობდა მიუნხენში, შემდეგ კი ბერლინში, იქ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მალე დაინიშნა კარლსრუეში ტექნიკური სკოლის პროფესორად. ძირითადად მუშაობდა ელექტრომაგნიტური ტალღების გამოკვლევებზე, რომელთა არსებობა თეორიულად მაქსველმა დაამტკიცა. ჰერცმა გადაწყვიტა შეემოწმებინა მაქსველის ჰიპოთეზა ელექტრობის ტალღური მოძრაობის შესახებ. ამ მიზნით ააგო სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს წარმოშობდა. ეს მოწყობილობა შედგებოდა სწორი მავთულით შეერთებული ორი სფეროსაგან. ეს მავთული შუაში გაწყვეტილი იყო და ჰქონდა ძაბვის წყაროს .· ბოლოებთან შეერთებული ორი მცირე განმუხტვის სფერო. როდესაც ძაბვა აღწევდა ისეთ მნიშვნელობას, როგორიც საკმარისია სფეროებს შორის სივრცის გასარღვევად, მაშინ ხდებოდა რხევითი განმუხტვა. ასეთი ვიბრატორით აღძრულ ელექტრომაგნიტურ ტალღებს ვიბრატორზე ორჯერ უფრო გრძელი ტალღა ჰქონდათ. ამრიგად, ჰერცმა ექსპერიმენტალურად დაამტკიცა ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობა. ეს მოხდა 1887 წელს.

შემდგომ შრომებში ჰერცმა გამოიკვლია ამ ტალღების თვისებები, სარკეების დახმარებით დაამტკიცა, რომ მათ აქვთ სინათლის ყველა თვისება: გარდატეხა, არეკვლა, ინტერფერენცია, დიფრაქცია და პოლარიზაცია. დაამტკიცა აგრეთვე, რომ ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების სიჩქარე სინათლის სიჩქარის ტოლია და შესაძლებელია მათი მანძილზე გადაცემა. თავისი აღმოჩენებით მეცნიერმა ხელი შეუწყო მაქსველის თეორიის დადასტურებას. მაგრამ თავისი გამოკვლევებიდან ვერ მოასწრო პრაქტიკული დასკვნების გაკეთება. ეს ტესლამ და მაროკონიმ გააკეთეს. ჰერცს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, გარდაიცვალა 1894 წელს ტოკსემიით.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები